პროექტები და ღონისძიებები

1. პროექტის სახელწოდება: "გეომეტრიული ფორმები ქართულ ხუროთმოძღვრებაში"
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა): ხუროთმოძღვრულ ძეგლებში ამოიცნობენ გეომეტრიულ ფორმებს, გამოითვლიან პერიმეტრს, ფართობს, მოცულობას.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ ბავშვებს  გამოუმუშავდებათ მონაცემების კვლევა-ძიების, კომპიუტერული დამუშავების, სიდიდეების გაზომვის, დისკუსიის გამართვის, ჯგუფური მუშაობის, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევები, სწავლობენ ზუსტი მაკეტის შექმნას და ბლოგის დამზადებას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან ხუროთმოძღვრული ძეგლების მშენებლობის სტილს, გაეცნობიან გეომეტრიულ ფიგურებს, მათ თვისებებს და როლს ქართულ ხუროთმოძღვრებაში, გააცნობიერებენ, რომ ტექნიკის უქონლობისას აშენებულ ამ საოცრებებს რაოდენ ჭირდებათ გაფრთხილება.
5. მონაწილეთა ასაკი: მე8კლასი
6. ვადები/ხანგძლივობა: 1თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სწავლობენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, გამოუმუშავდებათ ისტ-ის გამოყენების უნარ- ჩვევები, შეიქმნება ამ ძეგლების მაკეტები, ფოტოალბომები, პლაკატები, გამოფენა, ბლოგი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბლოგი, სიგრძის საზომი, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები, ფანქრები, ფორმატის ქალაღალდი, მასშტაბი, მუყაოს ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სახაზავი, საშლელი. ბლოგის შექმნის ინსტრუმენტი, ელექტრონული ცხრილები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ
ჩვენ გარშემო არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას,
ძეგლებში ამოიცნობენ გეომეტრიულ ფორმებს, გაზომავენ სიგრძე -სიგანეს, საჭირო ფორმულებით გამოთვლიან ფუძის ფართობს, მოცულობას, პერიმეტრს, სიმაღლეს, შეადგენენ ამ მონაცემებით ცხრილებს, დიაგრამებს, მასშტაბით შეძლებენ ნახაზების და მაკეტების გაკეთებას, დაამზადებენ პლაკატებს, შეაგროვებენ ფოტო მასალას, მოაწყობენ პრეზენტაციას, მთელ ინფორმაციას ათავსებენ ბლოგში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი ინტეგრირებულია, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაიღრმაონ ცოდნა და შეიძინონ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ისტორია: შეისწავლიან ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას.
გეოგრაფია: შეისწავლიან გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის გავლენას ძეგლებზე.
ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა,ცანახატის სექმნა, მსჯელობის უნარი.
ხელოვნება; ნახატების შესრულება, ფოტო გადაღებები, გამოფენის მოწყობა.
მათემატიკა: გაზომვების წარმოება, პერიმეტრის, ფართობის,მოცულობის დათვლა, მასშტაბირება, ტეორემების დაფორმულების ცოდნა-გამოყენება, სივრცული მაკეტის გაკეთება.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლია ჭელიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lianachelidze57.gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lianachelidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment